ნბა-ს დაწყებამდე 1 კვირა რჩება და გუნდები აქტიურად აგრძელებენ წინასასეზონო მომზადების გავლას. სანდრო მამუკელაშვილის მილოუკ ბაქსი აბუ-დაბიდან დაბრუნების შემდეგ ჩიკაგო ბულსს ესტუმრა და 104-127 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ სანდრო საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაშ იყო და 32 წუთი გაატარა პარკეტზე. მამუკელაშვილმა 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 ფასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. მის ანგარიშზე 5 დან 1 სამქულიანი, 4 დან 2 ორქულიანი და 9 დან 6 საჯარიმო იყო. სანდროს თავის გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა მოხსნაზე, ხოლო ჩიკაგო ბულსიდან მხოლოდ ნიკოლა ვუჩევიჩს ჩამორჩა.
სანდრო მამუკელაშვილის მილოუკ ბაქსი შემდეგ შეხვედრას 13 ოქტომბერს ბრუკლინ ნეტსთან გამართავს და ამით დაასრულებს წინასასეზონო მომზადებას.