ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. გურამ თუშიშვილი ბრძოლაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო, სადაც სლოვენიელი ვიტო დრაგიჩი იპონით დაამარცხა. მესამე რაუნდში გერმნალე იოჰანეს ფრეისთან ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა ორთაბრძოლის ბოლოს ჯერ ვაზარი გაქვითა, ხოლო შემდეგ მეტოქე შებოჭა შემდეგ ეტაპზე გავიდა.
¼ ფინალში გურამი კუბელ ენდი გრანდასთან დამარცხდა, თუშიშვილმა მეტოქე კარგად ვერ შებოჭა და საბოლოოდ იპონზე დაეცა. ამის მიუხედავად ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში ძალების მობილიზება შეძლო და უზბეკი ალიშერ იუსპოვი დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში თუშიშვილმა ტაჯიკი რახიმოვიდ დაამარცხა. მან მთლიანი შეხვედრის კონტროლი მოიპოვა, მეტოქე ვაზარზე დააგდო და საბოლოოდ მაღალი კლასის წყალობით ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა.
საბოლოოდ საქართველოს ძიუდოისტმა ნაკრებმა ტაშკენტში 4 მედლის მოპოვება შეძლო, 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედლები გურამ თუშიშვილთან ერთად 90 კილოგრამამდე ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს. საბოლოოდ კი გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილზე გავიდნენ.
დღეს საქართველოს ნაკრები უკვე გუნდურ შერეულ ბძოლაში ჩაერთვება სადაც ჩვენი მეტოქე პირველ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები იქნება. საქართველოს სახელს გუნდურში გიორგი ტერაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ნინო გულბანი და სოფიო სომხიშვილი დაიცავენ.