საქართველოს პრეზიდენტი National Geographic – საქართველოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა გამოცემას იუბილე მიულოცა და ქვეყნისთვის მსგავსი გამოცემების წვლილზე ისაუბრა. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არ არის მხოლოდ ერთი ბიზნესის წარმატება, არამედ ეროვნული საქმეა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც მრავალი წლის მანძილზე საბჭოთა სისტემის მიერ იყო ჩაკეტილი.