საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შორენა ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ომში მყოფი უკრაინის გვერდით იდგეს. გვერდში დგომა კი ქმედით ნაბიჯებში, მათ შორის საერთაშორისო სანქციებთან მიერთებასა და დახმარებაში გამოიხატება. თუმცა, შორენა ლორთქიფანიძე არც იმას გამორიცხავს, რომ დასავლეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები უკრაინისთვის საკმარისი არ იყოს.