სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პირდაპირ პროვოკაციას უწოდებს რუსულ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კავშირი საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" მათთვის მონაა და როგორც სურთ, ისე მოექცევიან.