„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის“ ჩამოყალიბებას აანონსებს. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ის პოლიტიკური პროცესიდან გაირიყება. ვაშაძეს მიაჩნია, რომ ერთადერთი გზა პრორუსული „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად გაერთიანებაა. მისივე თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გარდა მოლაპარაკებები ცალკეულ ავტორიტეტულ პიროვნებებთანაც მიმდინარეობს.