აშშ დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე თვალს ადევნებს რუსეთის ატომური ძალების მზაობის მცირე ცვლილებებსაც. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას და თვალს ვადევნებთ ნებისმიერი ტიპის ნიშნებს, რომლებიც მოასწავებდა, რომ მას [პუტინს] სხვა მიმართულებით შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება”, - აღნიშნა ოსტინმა.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ს რუსეთის ატომური ძალების მზაობის ცვლილების “არანაირი ნიშანი არ შეუმჩნევია, რომელიც ამაში დაგვარწმუნებდა”.
ამავდროულად, თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ეს ისეთი რამ არ არის, რასაც შეიძლება ერთხელ შეხედო და დამშვიდდე.