ხაჭაპურის ინდექსი 38%-ით გაიზარდა - Palitra News

ხაჭაპურის ინდექსი 38%-ით გაიზარდა

2022-10-13 08:07:18+04:00

2022 წლის სექტემბერში ხაჭაპურის ინდექსმა განაგრძო ზრდის ტენდენცია და 6.30 ლარს მიაღწია. ამის შესახებ აისეტის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ეს მაჩვენებელი 5.6%-ით ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით. წლიურ ჭრილში კი ინდექსი 38%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ხაჭაპურის ინდექსის წლიურ ინფლაციაში წვლილი შეიტანა ფასის ზრდამ ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე, თუმცა ყველაზე მეტად - 41%-ით ყველის ფასი გაიზარდა.

ამასთან, „აისეტის“ ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ფასების მატება ყველაზე მაღალი იყო იმპორტირებულ (კარაქი) და იმ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებაშიც იმპორტირებული შუალედური პროდუქტები (ფქვილი და რძე) გამოიყენება.