ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს გენერალურ მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და ის კონფლიქტის, ომის თავიდან ასაცილებლად არსებობს. მისივე თქმით, ნატო ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ პოზიციას, რადგან ბირთვული საფრთხეები, ბირთვული რიტორიკა და რუსეთის მხირდან ფარული მუქარა მთელი მსოფლიოსთვისაა საშიში. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ გზავნილი ნატო-ს მოკავშირეებისგან იქნება ის, რომ ალიანსის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცეა და ის გაგრძელდება იქამდე, რამდენიც საჭირო იქნება.