ეფესბეს მორიგი ბრალდება ქართულ მხარეს. რუსეთის უშიშროების სამსახური ამტკიცებს რომ ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთულმა სატვირთომ საქართველოს საზღვარი გადალახა ისე, რომ ის ვერავინ შეამჩნია. რუსულ მედიაში ვრცელდება ორი ქართველი მოქალაქის ვინაობაც, რომელსაც ეფესბე ხიდის აფეთქებაში ადანაშაულებს.