„საქართველო ღვინის სამშობლოა, მას მაღალი პოტენციალი აქვს სხვადასხვა აგროკულტურის განვითარების კუთხით, რომელსაც შეუძლია ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო ბაზრებზე”, - ამის შესახებ FAO-ს გენერალურმა დირექტორმა, ქიუ დონჟუმ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ქ.რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში გაიმართა.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია სამინისტროს ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია.