შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - "სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი" აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ ივნისში ნათქვამი უარის შემდეგ მმართველმა პარტიამ ევროინტეგრავიის გზაზე კიდევ უფრო უკან დაიხია.
პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ვაშაძემ აღნიშნა, რომ "ოცნების" მიერ შემუშავებული მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის რეკომენდაციებთან, ეს კი ეფესბეს პირდაპირი დავალებით ხდება.