საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება - ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია დღეს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" მიაწოდა.
გიორგი კაკაურიძის თქმით, შეხვედრაზე რაიმე შინაარსობრვი შენიშვნები არ ყოფილა. რომან გოცირიძე კი ამბობს, რომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან მასში ყველა ის ხარჯია ჩადებული, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას არ ემსახურება.