თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. სტუდენტების პროტესტის მიზეზი, სხვადასხვა სოციალური საკითხია, რომელიც უკვე წლებია პრობლემას წარმოადგენს.
როგორც “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნა რექტორის არჩევის წესის ცვლილება, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენება და სახელმწიფოს მიერ სტუდენტებისთვის საბინაო სუბსიდიის დაწესებაა.