ადამიანის ყველა სახსარი ტერფის მოძრაობას ესადაგება, ამიტომ ტერფის დეფორმაცია ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვა პრობლემებსაც იწვევს. მათ შორის სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს... გარდა ამისა, ტერფი ტუმბოს როლს ასრულებს და მონაწილეობს კიდურებიდან სისხლისა და ლიმფის უკუდენაში, ამიტომ მისი პათოლოგია ლიმფო-ვენურ უკმარისობასაც განაპირობებს. ყოველივე ამის გამო ტერფის დარღვევებს ბავშვობიდანვე უნდა მიექცეს ყურადღება.
ტერფის ძვლები ერთმანეთთან შეკავშირებით წარმოქმნის თაღს. მისი დანიშნულებაა სხეულის ამორტიზება სიარულის, სირბილის დროს. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ორთოპედიული პათოლოგიების მკურნალობა სწორედ ტერფის მდგომარეობის გამოკვლევით იწყება.
მკურნალობის მეთოდი კი უმთავრესად კონსერვატიულია. მისი მიზანია ტკივილის მოხსნა, კუნთებისა და მყეს-იოგოვანი სისტემის ტონუსის აწევა, ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი