განათლების ტექნოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. აჩქარებულ დროში ადამიანებს უწევთ მოკლევადიანი, სწრაფი გადაწყვეტილებების ძებნა, რომ რაიმე ახალი ისწავლონ. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ეს ბევრი ქვეყნისთვის თუ ორგანიზაციისთვის სტრატეგიული საკითხია. შესაბამისად, ტექნოლოგიების როლი დიდია.
Upway – ცოტა ხნის წინ შეიქმნა და ორი სეგმენტის პრობლემას ჭრის. პირველი მათგანია მომხმარებლები, რომლებსაც საჭირო კურსის მოძიება უჭირთ; ხოლო მეორე – კურსის მიმწოდებლები, რომელთაც არ აქვთ საკმარისი კომპეტენცია ან თუნდაც საჭირო რესურსი, რომ ახალ აუდიტორიაზე გავიდნენ, მომხმარებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ, გამოცდილება გაუზიარონ და მათი კონსულტაცია უზრუნველყონ. აღნიშნული საგანმანათლებლო პლატფორმა კი ორივე მათგანს ერთმანეთთან აკავშირებს, რითაც მხარეებს დროსა და რესურსს უზოგავს.
უფრო კონკრეტულად, როგორია დღეს განათლების ტექნოლოგია საქართველოში, რა გამოწვევებია ინდუსტრიაში და ასევე სამომავლო პერსპექტივები - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია Upway-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიშა გოგოლაური