ვინ ჩაითვლება ოლიგარქად საქართველოში და რა ეკრძალებათ ოლიგარქებს? - "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ანტიოლიგარქიული კანონპროექტი დააინიცირა. პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ პირი ოლიგარქად გამოცხადებისთვის ოთხიდან სამ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. დადგენილია ქონებრივი მოთხოვნაც, კერძოდ აღნიშნულ პირს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 247 მილიონი ლარის აქტივები.
კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სპეციალური რეესტრი, სადაც ოლიგარქები შევლენ, ხოლო აღნიშნულ პირებს შემდეგ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება შეეზღუდებათ.კიდევ ერთი შეზღუდვა სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პროცესში მსხვილი აქტივების შესყიდვის აკრძალვაა. უფრო მეტ დეტალზე აღნიშნულ კანონპროექტზე "ბიზნესპრესნიუსის ჟურნალისტი" კახი ჩაკვეტაძე საუბრობს