სტამბა "კოლორ ჯგუფმა" საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაცია "ტავ ავსტრიისგან" ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების სერტიფიკატი მოიპოვა. როგორც „კოლორ ჯგუფში“ აცხადებენ, სერტიფიკატი კომპანიას ბიოდეგრადირებადი შეფუთვების მიმართულების გაძლიერებაში დაეხმარება.
ამასთან, კომპანიას დამატებით ეძლევა შესაძლებლობა ქართველ მომხმარებელს ადგილზე შესთავაზოს სერტიფიცირებული პროდუქციის დამზადება და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. "კოლორ ჯგუფში" განმარტავენ, რომ იშვიათად არის შემთხვევა ქართულ კომპანიას ეს სერტიფიკატი ჰქონდეს და ბიოდეგრადირებად პროდუქციას ადგილზე ამზადებდეს.