საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-მდე შეამცირა, მაშინ როცა წინა პროგნოზით 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით უნდა გაზრდილიყო. ამ ყველაფრის მიზეზი კი მსოფლიოში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვევებია. სწორედ ამ არგუმენტით სავალუტო ფონდმა მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.7%-მდე შეამცირა. ფონდის განმარტებით, ამჟამად ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, თუმცა, „უარესი ჯერ კიდევ წინ არის" - ამბობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.