Amazon-მა სერიალის „კარგი ნიშნები“ მეორე სეზონის ახალ პოსტერი გამოაქვეყნა, რომელზეც აღნიშნულია, რომ შოუს ახალ სერიები ეკრანზე 2023 წლის ზაფხულში გამოვა.
ცნობილია, რომ მთავარ როლებს სერიალში კვლავ მაიკლ შინი და დევიდ ტენანტი ასრულებენ. მეორე სეზონი 6 სერიისგან შედგება.
„კარგი ნიშნები“ ნილ გეიმანისა და ტერი პრატჩეტის წიგნზეა დაფუძნებული: „კარგი ნიშნები: ალქაჯ აგნეს ნატერის კარგი და ზუსტი წინასწარმეტყველებები“. სიუჟეტის მიხედვით, ლონდონში მცხოვრები ანგელოზი აზირაფელი (მაიკლ შინი) და დემონი კროული (დევიდ ტენანტი) სამყაროს აპოკალიფსისგან გადარჩენას ცდილობენ.
ახალი სეზონი ორიგინალურ სცენარზეა დაფუძნებული.