ტომ კრუზი კოსმოსში გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პროექტის პროდიუსერმა, დონა ლენგლიმ განაცხადა. პროექტის რეჟისორი დუგ ლიმანი იქნება.
ამ შემთხვევაში ტომ კრუზი გახდება პირველი ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც კოსმოსში გაემგზავრება.
„ტომი იქნება პირველი სამოქალაქო პირი, რომელიც კოსმოსში გაემგზავრება“ - ამის შესახებ პროდიუსერმა BBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლენგლი იმედოვნებს, რომ პროექტი უახლოეს მომავალში განხორციელდება. მან ასევე დაამატა, რომ ფილმის უმეტესი ნაწილი დედამიწაზე იქნება გადაღებული, მაგრამ ფინალში მთავარი გმირი კოსმოსში გავა.
ჭორები იმის შესახებ, რომ ტომ კრუზი კოსმოსში გადაღებას გეგმავს, ჯერ კიდევ 2020 წელს გაჩნდა, მაგრამ მსახიობი დაკავებული იყო ფილმის, Top Gun: Maverick-ის გადაღებებით.
თავად მსახიობს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.