ქუჩის მოდის ბრენდი River Island პირველი სატელევიზიო რეკლამით წარსდგა მომხმარებელთა წინაშე. ვიდეოში Don’t Let the Moment Go, საცალო ვაჭრობის კომპანია მყიდველებს მოუწოდებს, ყოველი მომენტი თავიანთი ხასიათისა და უნიკალურობის წარმოსაჩენად გამოიყენონ.
ამასთან, ენერგიული ნამუშევარი ქაოსსა და მაგიას იკვლევს, რომელიც შეიძლება არასასიამოვნო მომენტებს მოჰყვეს — იქნება ეს ავტობუსის გასწრება თუ ჩანთიდან ყველაფრის ამოყრა. „მე შემიყვარდა გმირები და მათი მნიშვნელობა: ისინი არა მხოლოდ ქარიზმასა და ხასიათს ავლენენ, არამედ ზუსტად განასახიერებენ River Island-ს. ბუნებრივები, მრავალფეროვნები და ამბიციურები… მათ არ ეშინიათ ცხოვრების ჯადოსნურობის“, — ამბობს რეჟისორი კრისტინ იუანი.