A Brief Disagreement — ასე ჰქვია ბრიტანელი რეჟისორის, სტივ კატსის ანიმაციურ მოკლემეტრაჟიან ანიმაციას. ის გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა საბრძოლო იარაღები მილიონობით წლის განმავლობაში, ადამიანთა მტრობა კი კვლავ პრიმიტიულ სტადიაზე დარჩა.
ბრძოლა, დაპირისპირება, ნგრევა, დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯები მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმა მეორე დაამარცხოს… ასეთია ანიმაციაში წარმოდგენილი რეალობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება ჩვენს სამყაროში. ამ დაუსრულებელი ციკლის უწყვეტობას რეჟისორი „ლოგიკური“ დასასრულით ასახავს: როდესაც სრული განადგურება მიიღწევა, გამოქვაბულის ორი კაცი ნანგრევებიდან გამოდის და მთელი პროცესი თავიდან იწყება.