ჩემპიონთა ლიგის მე4 ტურში დათი ხოჭოლავას კოპენჰაგენმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და ქულის მოპოვება შეძლო. ინგლისური გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია თუმცა დანიელებმა დამაჯერებელი თამაშის წყალობით შეძლეს და კარგი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს. შეხვედრა 0:0 დასრულდა. პეპ გვარდიოლას გუნდს რამდენიმე მომენტი შეექმნა აღნიშნულ შეხვედრაში მე11 წუთზე გოლი გაიტანეს, თუმცა ვარმა გააუქმა, 25 წუთზე რიად მაჰრეზმა თერთმეტმეტიანი ვერ გამოიყენა, ხოლო 30 წუთზე მანჩესტერელები 10 კაცით დარჩნენ მოედანზე, მატჩის მთავარმა არბიტმა სერხიო გომესი გააძევა.
რაც შეეხება დათი ხოჭოლავას, ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მინდორზე 80 წუთი გაატარა და საკმაოდ დამარჯერებლად ირჯებოდა დაცვის ცენტრში, მანდ რამდენჯერმე შეძლო და საკუთარი გუნდის კართა სახიფათო მომენტი განმუხტა. ამ შეხვედრის შემდეგ კოპენჰაგენს ჯგუფში 2 ქულა აქვს და მესამე ადგილზე არიან.