უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე დღე ქართველებისთვის წარუმატებელი გამოდგა. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და 22 წლის ილია სულამანიძე გამოდიოდნენ. თუმცა ორივე ქართველი ამ შემთხვევაში უმედლოდ დარჩნენ. ვარლამ ლიპარტელიანი მესამე რაუნდში უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან ორჯერ ვაზარზე დაეცა და ტურნირს გამოეთიშა, აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა შეხვედრის დასაწყისში მუხლი იტკინა და სრულფასოვნად ბრძოლის ჩამთავრება ვეღარ შეძლო. აქამდე ვარლამ ლიპარტელიან მსოფლიო ჩემპიონატზე 6 მედალი ჰქონდა მოპოვებული 3 ვერცლის და 3 ბრინჯაოსი.
ილია სულამანიძე ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაერთო და ჯერ გერმანელი დანიელ ჰებსტი იპონით დაამარცხა ხოლო მესამე რაუნდში თურქი მერტ სისმანლართან ორი შედეგიანი გდება გააკეთა. ¼ ფინალში სულამანიძე კანადელ კაილ რეისთან ვაზარით იგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ჯერ ვაზარი გაუშვა, ხოლო შემდეგ შებოჭვაზე დაიჭირეს. რეპეშაჟში ილია მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს პოსრტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას შეხცდა, რომელიც ასევე შებოჭვით დაამარცხა. მედლისთვის ბრძოლაში კი სულამანიძემ ნიდერლანდელ მიხაეილ კორელთან შეხვედრაზე სრული დომინირება მოიპოვა, თუმცა ვაზარზე დაეცა და შეცდომის გამოსწორება ვეღარ მოახერხა.
დღეს საქართველოს სახელს ტაშკენტში მძიმე წონაში მამაკაცებში გურამ თუშიშვილი და ქალებში სოფიო სომხიშვილი დაიცავენ.