უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, პოლონური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მეშვეობით უკრაინელებმა ბოლო 48 საათში 11-დან 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ იგი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
“ორი დღის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის ბრიგადებმა 11-დან 9 Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ეს ჩვენი მეზინეტეების ხარისხიანად მომზადების შედეგია, რომელსაც ჩვენი პოლონელი ძმები ატარებდნენ! პოლონეთმა მოგვცა სისტემები, რომელთა გამოყენებითაც საბჭოური რაკეტებით უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებულ ირანულ დრონებს აგდებს. მადლობა პოლონელ ძმებს!” -წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.