სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელების მოთხოვნას, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს მმართველ პარტიაში სკეპტიკურად უყურებენ. როგორც "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებ,ს მათი მოთხოვნა არარეალურია და არ შეიძლება, რომ განსხვავებული ხედვების გამო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან სპორტის გამოყოფა მოითხოვო. აღნიშნულ მოთხოვნას კი უკვე 20-მდე სპორტული ფედერაცია შეუერთდა.