რუსეთი დასავლეთს კონტრსანქციებს უწესებს.
კერძოდ, 10 ოქტომბერს რუსეთში ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის მიხედვით ევროკავშირის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ნორვეგიის სატრანსპორტო კომპანიებს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა აეკრძალა.
აკრძალვა ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.
რუსეთის ტერიტორიის გავლით საქონლის ტრანსპორტირების აკრძალვა შეეხება იმ ქვეყნების სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებმაც რუსი გადამზიდავებისთვის აკრძალვა მანამდე დააწესეს. შეზღუდვები ვრცელდება ორმხრივ და ტრანზიტულ გადაზიდვებზე, ასევე ტრანსპორტირებაზე მესამე სახელმწიფოს ტერიტორიიდან ან მის ტერიტორიაზე.
შეზღუდვები ვრცელდება ტრანზიტზეც.