კრემლის პრესსპიკერ, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 13-ტ ოქტომბერს, ასტანაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. მისივე თქმით, პრეზიდენტები უკრაინის საკითხსა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. კრემლის პრეს-სპიკერის ინფორმაციით, მხარეები ასევე ისაუბრებენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.