„დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო. სამიტი ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობს. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და „დიდი შვიდეულის“ სხვა ლიდერებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება. შეხვედრის მოწვევის აუცილებლობაზე გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ შეთანხმდნენ. „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ეხმაურება. მისი თქმით, კრემლი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რაც კიევისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებას ეხება.