მკვლელი ნარკოტიკი, რომელიც რამდენიმე ათეულჯერ ძლიერია, ვიდრე ჰეროინი და კიდევ უფრო ძლიერი ვიდრე მორფინი. სპეციალისტები იმ საშიშროებაზე საუბრობენ, რომელიც ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალგაზრდის სიკვდილით დასრულდა და კიდევ ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლეს ემუქრება. ორგანიზაცია მანდალამ 5 დღეში რამდენიმე ათეული MDMA შეამოწმა და ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტანილს. რამდენად საშიშია ამ ტიპის ნარკოტიკის მოხმარება და რა საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები.