საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია ბუქარესტის აეროპორტში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი რუმინელ კოლეგას კლაუს იოჰანის შეხვდა ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს - ერთობლივ დეკლარაციას ,,საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ“. რუმინეთის პრეზიდენტის კლაუს იოჰანის განცხადებით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიესალმება ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, დაეხმარონ უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით უნდა დამთავრდეს.