სასწრაფო დახმარების ექიმებს საქართველოში ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის მოამზადებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულს გულისხმობს “პროექტი 88“, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება.
პროექტის ფარგლებში სასწავლო სატრენინგო ცენტრის შესაბამისი სპეციალური სასწავლო აღჭურვილობით უზრუნველყოფა მოხდა. ამ აღჭურვილობას, რომლის ღირებულებაც 300 ათასი ევროა, საქართველო უფასოდ მიიღებს. გარდა ამისა, დაგეგმილია ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟებისთვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.
ცნობისთვის, „პროექტი 88“ 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 50-მდე მონაწილე იღებს მონაწილეობას.