უხვმოსავლიანობის გამო, რუსეთი მარცვლეულის საექსპორტო კვოტის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა, განუცხადა.
საექსპორტო კვოტა გამოითვლება მარცვლეულის ბალანსზე და ნაწილდება ისტორიული პრინციპით. საექსპორტო კვოტის შესახებ მონაცემები ყოველწლიურად 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე ქვეყნდება. გასულ სასოფლო-სამეურნეო წელს, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს დასრულდა, კვოტამ 11 მილიონი ტონა შეადგინა, მათ შორის იყო 8 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც 206 კომპანიას შორის განაწილდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვარაუდით, 2022 წელს რუსეთში მარცვლეულის მოსავალი, დაახლოებით 150 მილიონ ტონას მიაღწევს, მათ შორის 100 მილიონი ტონა ხორბალი იქნება.
სამინისტროში ფიქრობენ, რომ უხვმოსავლიანობისა და რუსეთის შიდა ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით, მინიმუმ 50-60 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტის აუცილებლობა დგება.