„დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო. სამიტი ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ინფორმაციას მედია საშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და „დიდი შვიდეულის“ სხვა ლიდერებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება.
შეგახსენებთ, შეხვედრის მოწვევის აუცილებლობაზე გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ შეთანხმდნენ.