ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია რუს ჯარისკაცებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ოპოზიციის პოზიციაა, რომ ბელარუსმა რუსეთის ომში მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას და ყველა რუსმა ჯარისკაცმა უპირობოდ უნდა დატოვოს ბელარუსი.
ტიხანოვსკაიას აზრით, დემოკრატიულმა ბელარუსმა და უკრაინამ უნდა შექმნან ალიანსი რუსული აგრესიის წინააღმდეგ.