იაშვილის კლინიკაში, პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის დიაგნოზით 105 პაციენტი მოათავსეს.
როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მსგავსი სტატისტიკა გასული წლების განმავლობაში არ ყოფილა და მიმდინარე წელი გაზრდილი სტატისტიკით გამორჩეულია.
როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რამდენი პაციენტი მკურნალობს ახლა აღნიშნული დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში. ივანე ჩხაიძის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ ოქტომბრის ბოლოდან რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი განსაკუთრებით გააქტიურდება.
რაც შეეხება ვირუსის კლინიკურ მდგომარეობას, როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს განიხილავენ, როგორც სერიოზულ ვირუსს, რაც დაავადების მძიმე მიმდინარეობას გულისხმო