ექსპერტის და ნარკოლოგის, გური მენაბდიშვილის ინფორმაციით, თუ ე.წ კლუბურ ნარკოტიკებში ფენტანილი აღმოჩნდება, ეს პრობლემას წარმოადგენს და მოხმარების შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს.
აღნიშნულით ნარკოლოგი სათემო ორგანიზაციის, „მანდალას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 5 დღეში რამდენიმე ათეული MDMA შეამოწმეს და ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტანილს.
როგორც გური მენაბდიშვილი აღნიშნავს, ფენტანილი არის რამდენიმე ათეულჯერ ძლიერი ვიდრე ჰეროინი და კიდევ უფრო ძლიერი ვიდრე მორფინი.