უნდა იყოს თუ არა პერსონიფიცირებული დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საგანია.
ოპოზიცია ირწმუნება, რომ კანონპროექტში სახელების და გვარების ჩაწერას არავინ ითხოვს, თუმცა ფიქრობენ, რომ კანონს ისეთი ადამიანები, რომლებიც თავად წარმოადგენენ ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულებას ვერ აღასრულებენ.
ამასთან, ნაწილი ოპოზიციისა მიიჩნევს რომ ქართული ოცნების მხრიდან შეთავაზებული ვერსია დეოლიგარქიზაციის პუნტქს ვერ დააკმაყოფილებს და ამ პრობლემის გადასაჭრელად კანონის უზენსაობა და დამოუკიდებებული ინსტიტუტებია საჭირო.
მმართველ გუნდი კი თვლის ნონსენსია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პერსონიფიცირებული იყოს.