სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს მოთხოვნით, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს.
მათი განცხადებით, აღნიშნულ მოთხოვნას უკვე 20-მდე სპორტული ფედერაცია შეუერთდა, მათ შორისაა: კრივის, ფარიკაობის, მკლავჭიდის, სამბოს, ბილიარდის, ტანვარჯიშის, ბადმინტონის და ფრენბურთის ფედერაციები.
როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი დოლაბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სპორტის სამინისტროს გაუქმებამ და „მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებამ” სპორტზე დადებითად არ იმოქმედა