გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მე-3 კომიტეტის დღის წესრიგით გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი დავით ესათია, რომელიც, ამ პოზიციაზე ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.სიტყვით გამოსვლისას ის შეეხო იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას დღეს ახალგაზრდობა.