განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად განათლებისა მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება.
ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ჩხენკელი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.