უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 დრონი გაანადგურეს. მათივე ცნობით, ოკუპანტებმა გასული დღის განმავლობაში განახორციელეს 61-ზე მეტი სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა, ასევე 92 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე რაკეტებით კიდევ ერთხელ დაბომბეს. მისი თქმით, მტრის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. ნგრევის მასშტაბებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ამასთან, ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, სერჰი ბორზოვის განცხადებით, რუსული ძალები, დღეს დილით, ვინიცის ოლქში მდებარე ლადიჟინის თბოსადგურს ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაესხნენ თავს.