საკანონმდებლო ორგანოში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ალტერნატიულ კანონპროექტზე იმსჯელებენ, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი წარადგენს. "ქართული ოცნება" კი საკუთარ ვერსიაზე, რომელიც ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას გულისხმობს და პირველი მოსმენით მიღებულია, ვენეციის კომისიის დასკვნას ელის.