უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინაში მასშტაბური ავიაიერიშების მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 105-ს მიაღწია.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმების შედეგად კიევსა და უკრაინის 12 ოლქში ხანძრის 30-ზე მეტი კერა გაჩნდა. ამ დროისათვის კიევის, ლვოვის, სუმისა და ტერნოპოლის რაიონებში 300-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
8 ოქტობერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა.