საქართველოს საზღვარზე დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სამკაულების და ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა. ერთ შემთხვევაში ლიბანის მოქალაქემ, ბათუმის აეროპორტის გავლით, თურქეთიდან გადმოიტანა დაახლოებით 11 კილოგრამი ვერცხლისა და მარგალიტის სამკაულები, ხოლო მეორე შემთხვევაში 300 გრამამდე ოდენობის ოქროს ნაკეთობები.