დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება.
ტურნირზე დღევანდელი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება მილანში შედგება, სადაც სან სიროზე მილანი ლონდონის ჩელსის უმასპინძლებს. ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება გასულ კვირას ლონდონში შედგა, სადაც ლურჯებმა იტალიელები მარტივად, ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.
გასული შეხვედრის მსგავსად, მილანელები ამ მატჩსაც დიდი დანაკარგით ხვდებიან - მაიკ მენიოს, სიმონ კიაერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, დავიდე კალაბრიას, ალექს სალმაკერსის და ალესანდრო ფლორენცის დანაკლისს ცოტა ხნის წინ შარლ დე კეტელარეს ტრავმაც დაემატა. დიდი ალბათობით, ჩელსისთან შეხვედრაში მილანს ვერც ახალგაზრდა ბელგიელი დაეხმარება.
უდანაკარგოდ არც ჩელსი იქნება - ლონდონელებს ენგოლო კანტე, ჰაკიმ ზიეჩი და უესლი ფოფანა დააკლდებიან.მილანისა და ჩელსის დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.