გასული წლის აღიარებული ფილმის „ღია სივრცეების“ შემდეგ, Burberry-მ საოცნებო სერიის უახლესი ნაწილი გამოუშვა. „ღამის არსებები“ რიკარდო ტიშის შემოქმედებითი ხედვის ნაწილია და იწყება ახალგაზრდების ჯგუფით, რომლებიც ლონდონის ღამის ავტობუსით გადაადგილდებიან. თუმცა ავტობუსი მოულოდნელად ჩერდება და ისინი ხედავენ, რომ ადამიანები ქუჩაში რაღაცას გაურბიან… უცხოპლანეტელისა თუ მონსტრის საცეცები იპყრობს მათ. საბოლოოდ კი ახალგაზრდები მდინარე ტემზაზე აღმოჩნდებიან…უნდა აღვნიშნოთ, რომ კამპანიის სერიებმა ინსპირაცია ბრენდის დამფუძნებლის თომას ბარბერისგან მიიღო, რომელიც თავის წიგნში „ღია სივრცეები“ წერს: „Burberry-ის ყველა სამოსშია თავისუფლება“.
კამპანიაზე კი რიკარდო ტიშის ხელმძღვანელობით Riff Raff Films-ის სააგენტომ იმუშავა.