"ვისელ კობეს" 38 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
"იაპონიაში ერთი წელიც დავრჩები და შემდეგ ვნახოთ. "ბარსელონაში" სიამოვნებით დავბრუნდებოდი, ეს ჩემი სახლია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი, მწვრთნელი ვიქნები, სპორტული დირექტორი თუ რაღაც ამის მსგავსი.
ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა ვივარჯიშო, რადგან ფეხბურთელი ვარ", - განუცხადა ინიესტამ "გაძეტა დელო სპორტს".
შეგახსენებთ, ანდრეს ინიესტამ ბარსელონას რიგებში ოფიციალურ დონეზე 674 შეხვედრა ჩაატარა, სადაც მან 57 გოლი გაიტანა და 138 საგოლე პასი შეასრულა. კატალონიელთა რიგებში ინიესტამ 9-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი, 7-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ უეფა-ს სუპერთასი და ასევე 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ლეგენდარული ესპანელი თავის პოზიციაზე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.