ალასკაზე, კატმანის ეროვნულმა პარკმა ტრადიციული „მსუქანი დათვების კვირა“ დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კონკურსის მიზანი წლის ყველაზე მსუქანი დათვის ტიტულის მფლობელის გამოვლენაა. გამარჯვებულს პარკის ბინადრებიდან პარკის ვებგვერდზე ირჩევენ. მონაწილეებს შორის შარშანდელი გამარჯვებული ოტისია - ის კონკურსის რეკორდსმენია, რომელმაც ტიტული უკვე ოთხჯერ მოიპოვა.
ოტისის მთავარი კონკურენტი დათვი 747-ია, 2020 წლის გამარჯვებული. ის დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდი დათია, რომელის წონაც 635 კილოგრამია.
ხმის მიცემა 11 ოქტომბრამდე გაგრძელება, რის შემდეგაც კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.